გაინტერესებს გეიმინგი, ტექნოლოგიები და ახალი პროდუქტები?
გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და შეგიძლია მათთვის სწორი არჩევანის გაკეთებაში დახმარება?
მაშინ შემოუერთდი Game Zone-ის გუნდს და აქციე შენი ინტერესი პროფესიულ გამოცდილებად.
Game Zone — 2010 წლიდან სათამაშო კონსოლებისა და ვიდეოთამაშების სპეციალიზებული მაღაზიათა ქსელი საქართველოში და Sony PlayStation-ის ოფიციალური პარტნიორი — გიწვევს გეიმინგ ექსპერტის პოზიციაზე.
პოზიცია: ექსპერტ - კონსულტანტი
ანაზღაურება:
** ფიქსირებული ხელფასი — 800 ₾;
** გეგმის შესრულების ბონუსი — 400 ₾ + დამატებითი მზარდი ბონუსი ზედა ზღვრის გარეშე.
სამუშაო გრაფიკი:
** სრული განაკვეთი;
** კვირაში 4 სამუშაო დღე;
** კვირაში 3 დასვენების დღე.
Game Zone-ში მუშაობისას:
** მუდმივად გექნება წვდომა მსოფლიო გეიმინგ ინდუსტრიის სიახლეებზე;
** გაეცნობი ახალ თამაშებს, კონსოლებს, გეიმინგ კომპიუტერებსა და აქსესუარებს;
** შენს ხელში გაივლის ბაზარზე წარმოდგენილი ახალი გეიმინგ პროდუქცია;
** მიიღებ პროდუქტის მახასიათებლებისა და გაყიდვების მიმართულებით საჭირო ცოდნას;
** განივითარებ კომუნიკაციის, კონსულტაციისა და გაყიდვების უნარებს;
** იმუშავებ გარემოში, სადაც შენი ინტერესი გეიმინგისადმი პროფესიულ უპირატესობად იქცევა;
** გექნება შედეგზე დამოკიდებული, ზედა ზღვრის გარეშე მზარდი შემოსავლის შესაძლებლობა.
გაქვს კრეატიული იდეები? სურვილის შემთხვევაში, შეძლებ ციფრული მარკეტინგის გუნდთან ერთად ჩაერთო Game Zone-ის მარკეტინგულ აქტივობებში და მონაწილეობა მიიღო საკუთარი ფილიალის ვიდეოკონტენტის დაგეგმვასა და შექმნაში.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლის საჭიროების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
** თამაშების, კონსოლების, გეიმინგ კომპიუტერებისა და აქსესუარების შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლისთვის პროდუქტის მახასიათებლების, საგარანტიო პირობებისა და მიმდინარე აქციების გაცნობა;
** პროდუქციის საცალო რეალიზაცია;
** სალარო აპარატთან და სასაწყობე პროგრამასთან მუშაობა;
** ახალი პროდუქციის მიღებასა და სავაჭრო სივრცეში სწორად განთავსებაში მონაწილეობა;
** პროდუქციაზე ფასის ნიშნების არსებობისა და სისწორის კონტროლი;
** სავაჭრო სივრცეში წარმოდგენილი პროდუქციის მდგომარეობის მონიტორინგი;
** კომპანიის აქციებსა და სხვადასხვა კამპანიაში მონაწილეობა;
** მომხმარებლის მომსახურება კომპანიაში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად.
ვის ვეძებთ?
კანდიდატს, რომელიც:
** ინტერესდება გეიმინგით, ტექნოლოგიებითა და ახალი პროდუქტებით;
** სწრაფად ითვისებს ახალ ინფორმაციას;
** შეუძლია მომხმარებლის საჭიროების მოსმენა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
** მარტივად და გასაგებად გადმოსცემს ინფორმაციას;
** არის კომუნიკაბელური, თავაზიანი და პასუხისმგებლიანი;
** არის ორგანიზებული და დისციპლინირებული;
** შეუძლია გუნდთან შეთანხმებულად მუშაობა;
** ორიენტირებულია როგორც მომხმარებლის კმაყოფილებაზე, ისე შედეგზე.
უპირატესობად ჩაითვლება:
** სათამაშო კონსოლების, ვიდეოთამაშების, გეიმინგ კომპიუტერების ან აქსესუარების ცოდნა;
** გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** Word-ისა და Excel-ის საბაზისო ცოდნა;
** უმაღლესი განათლება.
გაყიდვების გამოცდილება და გეიმინგის სიღრმისეული ცოდნა სასურველია, თუმცა არა სავალდებულო.
მთავარია, გქონდეს ინტერესი, სწავლის სურვილი და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი.
სამუშაო ლოკაციები:
** სითი მოლი საბურთალო — პეტრე ქავთარაძის №1;
** ჰოუმ მარტი ვაკე — ილია ჭავჭავაძის №37ლ;
** გალერია თბილისი — შოთა რუსთაველის გამზირი №2/4.