კომპანია Game Zone ეძებს მარაგებისა და ლოჯისტიკის კოორდინატორს, რომელიც რომელიც პასუხისმგებელი იქნება პროდუქციის მიღების, მარაგების კონტროლისა და ფილიალების დროული მომარაგების პროცესზე.
Game Zone 2010 წლიდან ქმნის გეიმინგ გამოცდილებას საქართველოში — ფიზიკური მაღაზიების, ონლაინ და B2B არხების მეშვეობით მომხმარებელს სთავაზობს კონსოლებს, თამაშებს, გეიმინგ ტექნოლოგიებსა და აქსესუარებს. კომპანია არის Sony PlayStation-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში.
რას გააკეთებ:
** წარმართავ პროდუქციის მიღებისა და სისტემაში სწორად ასახვის პროცესს;
** იმუშავებ სასაწყობე პროგრამაში და გააკონტროლებ მარაგების სიზუსტეს;
** დაამუშავებ ფილიალებიდან მიღებულ მოთხოვნებს და დაგეგმავ მათ მომარაგებას კომპანიის ავტომობილით;
** გააკონტროლებ პროდუქციის გადაადგილებას საწყობსა და ფილიალებს შორის;
** მონაწილეობას მიიღებ მარაგების ინვენტარიზაციასა და ნაშთების კონტროლში;
** მოამზადებ მარაგებთან დაკავშირებულ რეგულარულ რეპორტებს;
** მონაწილეობას მიიღებ იმპორტირებული პროდუქციის განბაჟების ოპერაციებში;
** ჩაერთვები პროდუქციის გადაადგილებასთან დაკავშირებულ საოპერაციო პროცესებში;
** ითანამშრომლებ შესყიდვების, საწყობისა და ფილიალების გუნდებთან.
რას ველოდებით შენგან:
** B კატეგორიის მართვის მოწმობას (სამუშაო პროცესში გამოიყენებ კომპანიის ავტომობილს ავტომატური გადაცემათა კოლოფით);
** კომპიუტერულ პროგრამებთან თავისუფლად მუშაობის უნარს;
** MS Excel / Office-ის ცოდნას;
** ციფრებთან და დეტალებთან მუშაობის სიზუსტეს;
** ორგანიზებულობასა და პასუხისმგებლობის გრძნობას;
** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნას.
** სასაწყობე პროგრამასთან, მარაგებთან, ლოჯისტიკასთან ან მსგავს ოპერაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე;
** ანაზღაურება: 1, 600 ლარი ფიქსირებული + 400 ლარი ყოველთვიური KPI ბონუსი;
** ლოკაცია - თბილისი.
რატომ Game Zone?
** იმუშავებ gaming ინდუსტრიის პროდუქტებთან, ყოველდღიურად გექნება შეხება კონსოლებთან, თამაშებთან, gaming აქსესუარებთან და ახალ ტექნოლოგიურ პროდუქტებთან.
** ჩართული იქნები Retail და E-commerce ოპერაციებში და დაინახავ, როგორ მოქმედებს შენი ყოველდღიური გადაწყვეტილებები კომპანიის გაყიდვებზე.
** მიიღებ მრავალმხრივ პრაქტიკულ გამოცდილებას მარაგების მართვის, ლოჯისტიკისა და ოპერაციების მიმართულებით, რაც მომავალში კარიერული განვითარების ფართო შესაძლებლობას მოგცემს.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!