ფილიალის უფროსი მენეჯერი
სამუშაო განაკვეთი: სრული

"Game Zone" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის უფროსი მენეჯერის პოზიციაზე .

 

კომპანია Game Zone 2010 წლიდან ქმნის გეიმინგ გამოცდილებას საქართველოში — ფიზიკური მაღაზიების, ონლაინ და B2B არხების მეშვეობით მომხმარებელს სთავაზობს კონსოლებს, თამაშებს, გეიმინგ ტექნიკასა და აქსესუარებს. კომპანია არის Sony PlayStation-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში.

 

ანაზღაურება:

 

** ფიქსირებული ხელფასი — 1, 500 ₾; (NET)

** ფილიალის გეგმის შესრულების ბონუსი — 500₾ + დამატებითი მზარდი ბონუსი ზედა ზღვრის გარეშე.

 

სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი

 

რას მართავ?

 

** ფილიალის გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;

** ყოველდღიური, კვირეული და ყოველთვიური გაყიდვების მაჩვენებლების მონიტორინგი;

** სალარო და სააღრიცხვო პროცესების წარმოება — სასაწყობე პროგრამაში რეალიზაციების გატარება, ახალი კონტრაგენტების რეგისტრაცია, სალარო ოპერაციების შესრულება და შესაბამისი დოკუმენტაციის სისწორის უზრუნველყოფა.

 

გუნდის მართვა და განვითარება:

 

** ექსპერტ-კონსულტანტებისა და უმცროსი ფილიალის მენეჯერის სამუშაო პროცესის მართვა;

** თანამშრომლებისთვის დავალებების განაწილება და შესრულების ხარისხის კონტროლი;

** სამუშაო გრაფიკების შედგენა და ცვლებში რესურსების ეფექტიანად გადანაწილება;

** თანამშრომელთა სამუშაო დისციპლინისა და სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადების კონტროლი;

** ახალი თანამშრომლების ადაპტაციისა და სწავლების მხარდაჭერა;

** გუნდთან რეგულარული მოკლე შეხვედრების, პროდუქტის ტრენინგებისა და შედეგების განხილვის ჩატარება;

** თანამშრომლებისთვის დროული და კონკრეტული უკუკავშირის მიცემა;

** გუნდური, პასუხისმგებლიანი და შედეგზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნა.

 

ფილიალის საოპერაციო მართვა:

 

** სალარო ოპერაციების, ფულადი დისციპლინისა და შესაბამისი დოკუმენტაციის სისწორის უზრუნველყოფა;

** პროდუქციის მიღების, გადაადგილებისა და სავაჭრო დარბაზში განთავსების პროცესის მართვა;

** პროდუქციის ასორტიმენტისა და მარაგების უწყვეტობის კონტროლი;

** ფილიალის მომარაგების საჭიროებების შესაბამის გუნდთან კომუნიკაცია;

** ფასმაჩვენებლების სისწორისა და ფასის ცვლილებების დროულად ასახვის უზრუნველყოფა;

 

მომხმარებლის გამოცდილება:

 

** მომხმარებლისთვის პროდუქციის, მომსახურების, საგარანტიო პირობებისა და მიმდინარე შეთავაზებების შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;

** რთული შემთხვევების, პრეტენზიებისა და პრობლემური სიტუაციების პროფესიულად მართვა;

** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის უშუალო კონსულტაციის გაწევა;

 

მარკეტინგი და ფილიალის კონტენტი:

 

** ციფრული მარკეტინგის გუნდთან აქტიური თანამშრომლობა;

** საკუთარი ფილიალის ვიდეოკონტენტის იდეების დაგეგმვასა და შექმნაში მონაწილეობა;

 

რატომ Game Zone?

 

** ყოველდღიური შეხება გექნება მსოფლიო გეიმინგ ინდუსტრიის ახალ პროდუქტებსა და ტენდენციებთან;

** შენს ხელში გაივლის ახალი თამაშები, კონსოლები, გეიმინგ მოწყობილობები და აქსესუარები;

** იმუშავებ მომხმარებლებთან და გუნდთან, რომლებსაც გეიმინგი რეალურად აინტერესებთ;

** მართავ არა ზოგად ტექნიკის მაღაზიას, არამედ სპეციალიზებულ გეიმინგ სივრცეს;

** თანამშრომლობ ციფრული მარკეტინგის გუნდთან და მიიღებ ვიდეოკონტენტის შექმნის პრაქტიკულ გამოცდილებას;

** გექნება შესაძლებლობა, შენი იდეები ფილიალის რეალურ აქტივობებად აქციო;

** განივითარებ საცალო გაყიდვების, გუნდის მართვის, ანალიტიკისა და ოპერაციული მენეჯმენტის უნარებს;

** მიიღებ შედეგზე დამოკიდებულ მზარდ ბონუსს ზედა ზღვრის გარეშე.

 

აუცილებელი მოთხოვნა: აუცილებელია გუნდის უშუალო მართვის გამოცდილება და გუნდის საერთო შედეგებზე პასუხისმგებლობა.

 

უპირატესობად ჩაითვლება:

 

** ტექნიკის, ელექტრონიკის ან გეიმინგ პროდუქციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

** სააღრიცხვო ან სასაწყობე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;

** ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

** ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით უმაღლესი განათლება;

** სოციალური მედიის, ვიდეოკონტენტისა და გეიმინგ კულტურის მიმართ ინტერესი.

 

ფილიალის უფროსი მენეჯერის პოზიცია შენთვისაა, თუ:

 

** დამოუკიდებლად გიმართავს მაღაზია, ფილიალი, ობიექტი ან გაყიდვების გუნდი;

** პირადად ყოფილხარ პასუხისმგებელი გაყიდვების გეგმის შესრულებაზე;

** გიმუშავია გუნდის მიზნების განსაზღვრაზე, შედეგების შეფასებასა და თანამშრომლების განვითარებაზე;

** შეგიდგენია სამუშაო გრაფიკები და გიკონტროლებია სამუშაო დისციპლინა;

** გიმართავს მარაგები, ინვენტარიზაცია, სალარო და სხვა საოპერაციო პროცესები;

** შეგიძლია გაყიდვების შედეგების ანალიზი და პრობლემის მიზეზებზე დაყრდნობით სამოქმედო გეგმის შემუშავება;

** მზად ხარ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილებები და აიღო პასუხისმგებლობა მთელი ფილიალის შედეგზე.

** შეგიძლია კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე.

** გაქვს გეიმინგისა და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი და ახალი პროდუქციის სწრაფად შესწავლის სურვილი.

** მზად ხარ ჩაერთო მარკეტინგულ აქტივობებსა და ვიდეოკონტენტის შექმნაში.

** არ არის აუცილებელი პირველივე დღიდან ყველა თამაშისა და კონსოლის ტექნიკური დეტალის ცოდნა. მთავარია გეიმინგისა და ტექნოლოგიების მიმართ რეალური ინტერესი, მართვის გამოცდილება და ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი.

 

სამუშაო ლოკაციები:

 

** სითი მოლი საბურთალო — პეტრე ქავთარაძის №1;

** ჰოუმ მარტი ვაკე — ილია ჭავჭავაძის №37ლ;

** გალერია თბილისი — შოთა რუსთაველის გამზირი №2/4.

წარმატებას გისურვებთ!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!